სს ვიანი (იურიდიული პირი - რომელიც შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 402295716; შემდგომში მოხსენიებული როგორც: „ვიანი”, “ჩვენ“, „აპლიკაცია“) იღებს ვალდებულებას, დაიცვას თქვენი კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები. წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შემუშავებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განმარტავს, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლების (შემდგომში მოხსენიებული როგორც: „მომხმარებელი“, „თქვენ“) პერსონალური მონაცემებისა და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, გაზიარებას და დაცვას. პოლიტიკა ასევე განსაზღვრავს თქვენ არჩევანს თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან, წვდომასთან, კორექტირებასა და წაშლასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ არ ეთანხმებით მონაცემთა დამუშავების იმ მეთოდებს, რომლებიც აღწერილია ამ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ წინამდებარე აპლიკაციით გათვალისწინებული ან/და შემოთავაზებული რომელიმე სერვისი.
პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
ვიანი აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგეწოდოთ სერვისები და საუკეთესო გზით დავაკმაყოფილოთ თქვენი საჭიროებები, მივიღოთ გამოხმაურება ექიმებთან და სამედიცინო მომსახურების ან სხვა პროვაიდერებთან დაკავშირებით, ასევე, სტატისტიკური ანალიზისა და ბიზნესის კვლევისთვის მხოლოდ დეპერსონალიზებული ფორმით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ კონფიდენციალობას და ამიტომ, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები:
თქვენ ეთანხმებით ზემოხსენებული მიზნებისთვის ასეთი ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას ვიანის მიერ.
ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან შევაგროვებთ და დავამუშავებთ, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
კონფიდენციალობის გარანტიები
თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით (მაგალითად: როგორიცაა თქვენი საკონტაქტო მონაცემები ანგარიშის რეგისტრაციისას). თქვენი პერსონალური ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაასწოროთ, წაშალოთ უზუსტობა ან შეიტანოთ მასში ცვლილება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ ჩვენს მონაცემთა ბაზებში. თუ თქვენ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და ვიანს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ უფლება გვაქვს, შეგიწყვიტოთ სერვისების მოწოდება.
თუ თქვენ გსურთ, თქვენი ანგარიშის დეაქტივაცია ან გაუქმება ან/და გვთხოვთ, აღარ გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია თქვენთვის სერვისების მოსაწოდებლად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: support@vian.health. ჩვენ გვაქვს უფლება, შევინახოთ თქვენი ინფორმაცია მანამ, სანამ აქტიურია თქვენი სერვისების ანგარიში და საჭიროა თქვენთვის სერვისების მოწოდება. ასეთ ინფორმაციას ჩვენ არ შევინახავთ იმაზე მეტი ვადით, ვიდრეს ეს აუცილებელია იმ მიზნებისათვის, რომლისთვისაც ხდება ინფორმაციის კანონიერად გამოყენება ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაზე მეტი ხნით. ჩვენ შესაძლოა, მოვახდინოთ თქვენი მონაცემების დეპერსონალიზება და აგრეგირება და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შენახვა, ჩვენი სერვისების უფრო ეფექტიანად მიწოდების მიზნებისათვის, თუმცა, დეპერსონალიზებულ მონაცემებს ჩვენ გამოვიყენებთ მხოლოდ ანალიტიკური/სტატისტიკური მიზნებისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ თანხმობის გამოხმობის ან ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში, ვიანი ვეღარ მოგაწოდებთ სერვისებს და/ან შეწყვეტს თქვენთან ნებისმიერ ურთიერთობას.
თუ თქვენ არ გსურთ, წინამდებარე აპლიკაციით მიიღოთ სარეკლამო და მარკეტინგული კატეგორიის ინფორმაცია სერვისების შესახებ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@vian.health.[IR1] [SI2]
თუ სამედიცინო სერვისების ან ჯანდაცვის პროდუქტების ღირებულებას გადაიხდით სადებეტო/საკრედიტო ბარათით, ჩვენ შევაგროვებთ ასეთი მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ნომრისა და/ან საფინანსო ინსტიტუტის შესახებ ინფორმაციას, როგორიცაა: საბანკო ანგარიშის ნომრები და ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ ანგარიშსწორებისა და გადახდის ოპერაციებისთვის, რაც, თავის მხრივ, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, საკრედიტო ბარათის ნომრისა და ინფორმაციის გამოყენებითა და მესამე პირებთან გამჟღავნებით, როდესაც ასეთი გამოყენება/გამჟღავნება საჭიროა ანგარიშსწორების ოპერაციის განსახორციელებლად/დასასრულებლად. თუმცა, საკრედიტო ინფორმაციის ვერიფიკაციას განახორციელებს მხოლოდ მომხმარებელი, ავტორიზაციის გზით. მომხმარებლის საკრედიტო/სადებეტო ბარათის მონაცემების გადაცემა ხორციელდება დადასტურებული გადახდის დაცული გზებით (gateways), დაცული ვებ-გვერდების საშუალებით, რომლებიც ციფრულად არის დაშიფრული, რაც, თავის მხრივ, არსებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით/ფარგლებში, უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს ხარისხს.
მომხმარებელს შესაძლებელია, ჰქონდეს შეზღუდული წვდომა სერვისებთან თუ ის არ წარმოადგენს პირად ნომერსა და სხვა პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ექიმთან ვიზიტის დანიშვნის, რეცეპტის მიღების, ფასდაკლებით სარგებლობის ან სადაზღვევო კომპანიებისგან სადაზღვევო მიმართვის მიღებისთვის. იმისათვის, რომ აპლიკაციას ყველა ფუნქცია და უპირატესობა გამოიყენოს მომხმარებელმა, მანდ უნდა მოგვაწოდოს პირადი ნომერი და სხვა შესაბამისი მონაცემი, რომლებსაც მომხმარებლის ვერიფიკაციისათვის მიზნებისათვის მიმოვცვლით ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან/პროვაიდერებთან.
მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება აპლიკაციაზე, კომპიუტერულ პროგრამაზე, პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებსაც ფლობს და აკონტროლებს ვიანი თქვენ მიერ სერვისების გამოყენებასა და წვდომაზე ვრცელდება მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, ვიანის წესები და პირობები და სხვა არსებული პოლიტიკები. ვიანი არ ახორციელებს კონტროლს იმ საიტებზე, რომლებიც ძიების შედეგად ან ბმულების სახით, გამოჩნდება მის სერვისებში. ამ სხვა საიტებმა შესაძლოა, თავიანთი მოკლე საინფორმაციო ფაილები (ე.წ. ქუქი-ფაილები / cookie files) ან სხვა ფაილები განათავსონ მომხმარებლის მოწყობილობაზე, შეაგროვონ მასზე ინფორმაცია ან მოსთხოვონ მომხმარებელს პერსონალური ინფორმაცია, რაზეც ვიანი პასუხს არ აგებს და სრულად იხსნის პასუხისმგებლობას ასეთზე. შესაბამისად, ვიანი არ იძლევა გარანტიას ასეთი ვებ-გვერდების მონაცემთა დაცვის მეთოდებზე და მათზე განთავსებული ინფორმაციის, მონაცემების, ტექსტის, პროგრამის, ხმის, ფოტოების, გრაფიკების, ვიდეოების, გზავნილების ან სხვა მასალის სიზუსტის, სანდოობის ან ხარისხის თაობაზე. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეწვიოთ მიბმულ მესამე პირის ვებ-გვერდს, აღნიშნულზე სრულ რისკს მთლიანად თქვენ იღებთ.
ვიანი მოუწოდებს მომხმარებელს, წაიკითხოს/გამოარკვიოს მესამე პირთა მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.
ვიანი ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რომ დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან. თუმცა, ვიანი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის რაიმე ზიანზე, რომელიც მას მიადგება მომხმარებლის იმ ელექტრონულ მოწყობილობაზე არაუფლებამოსილი წვდომის შედეგად დაკარგული ან მოპარული მონაცემების გამო, რომლითაც მომხმარებელი იღებს სერვისებს.
ვიანი უზრუნველყოფს უსაფრთხოების სათანადო ზომებისა და პროცედურების არსებობას, მას გააჩნია სრულყოფილი დოკუმენტირებული ინფორმაციული უსაფრთხოების პროგრამა და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც განსაზღვრულია მმართველობითი, ტექნიკური, საოპერაციო და ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის ღონისძიებები, რომლებიც თანაბარზომიერია შეგროვებული ინფორმაციისა და ჩვენი ბიზნესის თავისებურებისა.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით თქვენ უფლებას კონფიდენციალურობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, თქვენს პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და ქონებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, თაღლითობასა ან საკრედიტო რისკთან საბრძოლველად ან ვიანის წესებისა და პირობების ასამოქმედებლად ან გასავრცელებლად ვიანი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.
მომხმარებლებისთვის სერვისების მიწოდებისთვის მიზნით, ვიანი უფლებამოსილია, ინფორმაცია მიაწოდოს იმ კონტრაქტორებს, რომლებიც ვიანის სახელით ან მასთან ერთად მუშაობენ აპლიკაციას გამართულ ფუნქციონირებაზე. ასეთ შემთხვევაში, თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი პერსონალური მონაცემების მხოლოდ აღნიშნული მიზნით კონტრაქტორებისთვის გაზიარების თაობაზე.
მომხმარებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჩვენი თანამშრომლების, აგენტების, პარტნიორებისა და მესამე პირებისთვის მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის საფუძველზე და მის ფარგლებში. ამასთანავე, ჩვენს თანამშრომლებს ვაკისრებთ კონფიდენციალობის დაცვის მკაცრ ვალდებულებებს.
თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ვიანმა და მისმა სამედიცინო დაწესებულებებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და ვიანის სხვა პროვაიდერებმა (შემდგომში - პროვაიდერები), რომელთა მომსახურების მიღებასაც თქვენ გადაწყვეტთ ვიანის საშუალებით, დაამუშაონ და ვიანს გაუზიარონ თქვენი ის პერსონალური მონაცემები, რომელთა დამუშავება/გაზიარებაც აუცილებელია თქვენთვის სერვისების გასაწევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება მოხდება იმ მოცულობითა და ფარგლებში, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია თქვენთვის აპლიკაციით გათვალისწინებული მომსახურების ჯეროვნად გასაწევად.
ზემოთქმულის მიუხედავად, ვიანი არ არის პასუხისმგებელი ჩვენი პარტნიორების/პროვაიდერების და მესამე პირების მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ან გავრცელებაზე, როდესაც აღნიშნული ქმედება სცდება ასეთ პარტნიორებსა და მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს. გარდა ამისა, ვიანი არ არის პასუხისმგებელი უსაფრთხოების რაიმე ფორმით დარღვევაზე ან მესამე პირის ქმედებაზე ან მოვლენებზე, რომლებიც სცდება ვიანის გონივრული კონტროლის ფარგლებს, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: სახელმწიფოს/მთავრობის ქმედებები, კომპიუტერში ჰაკერული შეღწევა, კომპიუტერულ მონაცემებსა და შენახვის მოწყობილობასთან არაუფლებამოსილი წვდომა, კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლა, უსაფრთხოებისა და შიფრის დარღვევა, ინტერნეტ მომსახურების ან მომხმარებლის სატელეფონო სერვისის უხარისხობა და სხვა.
ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაში ან მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილებების თაობაზე შეტყობინებას განვათავსებთ აპლიკაციაში და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, სერვისების მოხმარებამდე გაეცნოთ შეცვლილ პირობებს. თუ თქვენ არ დაეთანხმებით განხორციელებულ ცვლილებას და აღარ ისურვებთ სერვისების მიღებას, თქვენი ანგარიშის დეაქტივაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: support@vian.health თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, არსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვრცელდება ყველა ინფორმაციაზე, რომელიც ვიანს გააჩნია თქვენსა და თქვენი ანგარიშის შესახებ.
თანხმობა წინამდებარე პოლიტიკაზე
თქვენ აღიარებთ, რომ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვიანის წესებისა და პირობების ნაწილს და უპირობოდ აცხადებთ, რომ, თუ აპლიკაციას და მისი სერვისების მომხმარებელი გახდებით თქვენ: (i) ეთანხმებით მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და (ii) ეთანხმებით ვიანის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, შეგროვებას, დამუშავებასა და/ან გამჟღავნებას იმ ფორმით და იმ მიზნებისთვის, რომლებიც განსაზღვრულია მონაცემთა დაცვის პოლიტიკასა და ვიანის წესებსა და პირობებში .
მისამართი კონფიდენციალობის და მონაცემთა დაცვის უფლების თაობაზე კითხვებისთვის
თუკი რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ან თქვენი ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, გამოყენებისა და გამჟღავნების მეთოდების შესახებ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@vian.health ჩვენ [IR3] [SI4] მივმართავთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რომ სწრაფად გიპასუხოთ ნებისმიერ თხოვნაზე, შეკითხვასა ან წუხილზე, რომელიც შესაძლოა, გაგიჩნდეთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
თქვენ სარგებლობთ მონაცემთა დაცვის შემდეგი უფლებებით:
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ზემოჩამოთვლილ მოთხოვნაზე/მოთხოვნებზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ თქვენი პირადობის დადასტურება/ვინაობის ვერიფიკაცია.