Support

  1. პირობების ხასიათი და გამოყენება
    • 1 სს ვიანის (იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრით: 402295716; შემდგომში მოხსენიებული როგორც „ვიანი“, „ჩვენ“) კუთვნილი, წინამდებარე აპლიკაციით სარგებლობამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ წესებსა და პირობებს (შემდგომში „პირობები“) და მონაცემთა დაცვის პოლიტიკას (შემდგომში „პოლიტიკა“), რომელიც შეგიძლიათ, იხილოთ მისამართზე: https://www[IR1] .____________________________. [IR2] [SI3] აღნიშნული პირობები და პოლიტიკა ერთობლივად წარმოადგენს თქვენსა და ვიანს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ვიანის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით (როგორც ეს განსაზღვრულია ქვემოთ).
    • 2 ეს ხელშეკრულება ეხება იმ სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია წინამდებარე აპლიკაციაში (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „აპლიკაცია“), რომლებიც უფასოდ/უსასყიდლოდ არის შეთავაზებული მომხმარებლებისათვის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მომხმარებელი“, „პაციენტი“ ან/და „თქვენ“), რაც მოიცავს:
      • 2.1 ჯანმრთელობის ანგარიშის/ჩანაწერის შექმნასა და წარმოებას, (ii) ექიმის მოძებნას სახელის, სპეციალობის და გეოგრაფიული არეალის, ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით, რომლებიც შეიძლება შემუშავდეს და უზრუნველყოფილი იქნას ვიანის მიერ, (iii) ექიმთან ვიზიტის დაჯავშნას (ვიზიტი კლინიკაში).
      • 2.2 მომსახურების ანაზღაურების წინასწარ გადახდის შესაძლებლობას.
    • 3 სერვისები დროდადრო შეიძლება შეიცვალოს ვიანის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ხელშეკრულება გავრცელდება თქვენ ვიზიტებსა და თქვენ მიერ, მომსახურების მიღების მიზნით, აპლიკაციის გამოყენებაზე, აგრეთვე, ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ აპლიკაცის მიაწვდით დროის ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში.
    • 4 წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც თქვენ საშუალება გეძლევათ, გამოიყენოთ აპლიკაცია და აღწერს იმ წესს, თუ როგორ უნდა მოვექცეთ თქვენს ანგარიშს, როდესაც რეგისტრირებული ხართ, როგორც ვიანის მომხმარებელი. თუ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:support@vian.health[IR4][SI5] 
    • 5 სერვისებით სარგებლობის მიზნით, აპლიკაციით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ უპირობოდ ეთანხმებით ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა წესს, პირობებსა და პოლიტიკას, როგორც ეს მოცემულია აპლიკაციაში და ადასტურებთ, რომ მათ თქვენთვის მავალდებულებელი ხასიათი აქვს. წინამდებარე ხელშეკრულება ჩაანაცვლებს ყველა ადრინდელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მანამდე გაგაცნეს აპლიკაციის ფარგლებში მომსახურების მიღების მიზნით. ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ ადასტურებთ დათანხმებას ამ ხელშეკრულების პირობებზე.
    • 6 ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ხელშეკრულების ნებისმიერი ნაწილი ნებისმიერი მიზეზით შევცვალოთ ან გავაუქმოთ ნებისმიერ დროს, და ინფორმაცია ასეთი ცვლილებების შესახებ აპლიკაციის მეშვეობით მოგაწოდოთ პერიოდულად, ხოლო თქვენ კი რეგულარულად უნდა გაეცნოთ ხელშეკრულებასა და მასში შესულ ცვლილებებს. თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენება, ყოველი ამგვარი ცვლილების შემდეგ, ნიშნავს თქვენ თანხმობას, რომ დაიცავთ შესწორებულ ხელშეკრულებას და რომ ის მავალდებულებელი იქნება თქვენთვის.
    • 7 თქვენ აღიარებთ, რომ ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას ამ ხელშეკრულებას თქვენთვის ექნება მავალდებულებელი ხასიათი და თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულების რომელიმე ნაწილს, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ვიანის აპლიკაცია და არ ისარგებლოთ მისი არცერთი სერვისით.
    • 8 თქვენი წვდომა აპლიკაციაზე და სერვისებზე განისაზღვრება მხოლოდ ვიანის დისკრეციული შეხედულებისამებრ.
    • 9 ხელშეკრულება შედგენილია, რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

  1. მომხმარებლის მინიმალური ასაკი
    • 1 თქვენ უნდა იყოთ 18 (თვრამეტი) წლის ან უფროსი ასაკის, რომ დარეგისტრირდეთ, მიიღოთ სერვისები ან განახორციელოთ ვიზიტი, ან რაიმე ფორმით გამოიყენოთ აპლიკაცია. დარეგისტრირებით, ვიზიტით და აპლიკაციის გამოყენებით ან ამ ხელშეკრულების აქცეპტირებით, თქვენ ვიანის წინაშე აცხადებთ და გარანტიას იძლევთ, რომ ხართ 18 (თვრამეტი) ან მეტი წლის და გაქვთ უფლება და შესაძლებლობა, გამოიყენოთ აპლიკაცია და სერვისები, რომლებიც ხელმისაწვდომია აპლიკაციის საშუალებით, აგრეთვე, აცხადებთ, ადასტურებთ და თანხმდებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებას თქვენთვის აქვს მავალებელი ძალა.

 

  1. გამოყენების პირობები
    • 1 მომხმარებლის ანგარიშის და მონაცემების კონფიდენციალურობა:
      • 1.1 ტერმინები პერსონალური მონაცემები და მონაცემთა განსაკუთრებული კატეგორიები განსაზღვრულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და ასახულია პოლიტიკაში.
      • 1.2 მომხმარებელმა უნდა წაიკითხოს და გაიაზროს პოლიტიკა, რათა მისთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ცნობილი გახდეს:
        • 1.2.1 გარკვეული ინფორმაციის შეგროვების ფაქტი;
        • 1.2.2 ინფორმაცის შეგროვების მიზანი;
        • 1.2.3 ინფორმაცის შეგროვებისა და შენახვის ხასიათი;
        • 1.2.4 მომხმარებლების სხვადასხვა უფლებები ამგვარ ინფორმაციასთან მიმართებით.
      • 1.3 თუ მომხმარებელი დარეგისტრირებულია აპლიკაციაში, იგი პასუხისმგებელია საკუთარ ანგარიშზე წვდომისთვის განკუთვნილი ინფორმაციისა და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშისა და პაროლის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, იყო თუ - არა ეს ნებადართული მომხმარებლის მიერ. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ვიანს საკუთარი ანგარიშის ან პაროლის უნებართვო გამოყენების ნებისმიერი ფაქტისა ან ეჭვის შესახებ. ამასთან, ვიანი არ იქნება პასუხისმგებელი იმ ზიანისთვის, რომელიც შესაძლოა მოგადგეთ თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად. თქვენ შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაგეკისროთ ვიანის ან სხვა რომელიმე პირისათვის მიყენებული ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა თქვენი ანგარიშის უნებართვო გამოყენების შედეგად.
      • 1.4 თუ მომხმარებლის მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრული გახდება), ან ვიანს გონივრული საფუძველი აქვს ეჭვი შეიტანოს იმაში, რომ ასეთი ინფორმაცია მცდარი, არაზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ვიანს უფლება აქვს, საკუთარი დისკრეციული შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს მომხმარებლისათვის სერვისების გაწევა, დაბლოკოს მომხმარებლის მონაცემები, მოახდინოს ანგარიშის დროებითი დეაქტივაცია ან/და განახორციელოს ანგარიშის გარკვეული, წინასწარ განსაზღვრული, პერიოდით დახურვა, აგრეთვე, ამგვარი საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ანგარიშის სამუდამოდ გაუქმება.
    • 2 ინფორმაციის გავრცელება:
      • 2.1 ვიანი გონივრულ ძალისხმევას მიმართავს, რათა უზრუნველყოს აპლიკაციაში, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის ხშირი განახლება, თუმცა აღნიშნულზე პასუხისმგებელია უშუალოდ მომხმარებელი.
      • 2.2 მომსახურების გაწევა ვიანის ან მისი ნებისმიერი სერვისის მიმწოდებლის/პროვაიდერის მიერ ხორციელდება როგორც არის და როგორც ხელმისაწვდომია პრინციპების საფუძველზე, ყოველგვარი გარანტიებისა და დაპირების გარეშე (პირდაპირ მითითებული ან ნაგულისხმევი, მათ შორის, კომერციული ფასეულობის, სიზუსტის, კონკრეტული მიზნისთვის გამოსადეგობის, საკუთრების უფლების, დაურღვევლობის გარანტიების თაობაზე, რომლებიც წარმოიშვება კანონის შესაბამისად ან სხვაგვარად კანონიერი გზით, საქმიანი ურთიერთობის პროცესში, სარგებლობის ან ვაჭრობის დროს). ვიანი არ აკეთებს რაიმე სახის განცხადებას და არ იძლევა გარანტიას, აშკარას/პირდაპირ ან არაპირდაპირს/ნაგულისხმევს, აპლიკაციასთან და სერვისებთან დაკავშირებით. ვიანი არ იძლევა გარანტიას აპლიკაციაში მომხმარებლების მიერ მოწოდებული ნებისმიერი კონტენტის ან ინფორმაციის სისწორეზე. კანონით ნებადართულ ფარგლებში, ვიანი იხსნის ყველა იმ სახის პასუხისმგებლობას, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გამოყენებიდან ან მასზე დაყრდნობიდან, სხვა მომხმარებლების მიერ მიღებული სერვისებიდან, გაკეთებული განცხადებებიდან და წარმოდგენილი გარანტიებიდან, აგრეთვე, მომხმარებლების მიერ აპლიკაციაში მოწოდებული კონტენტიდან ან ინფორმაციიდან, ან რაიმე მოსაზრებიდან ან შეთავაზებიდან, რომელსაც ვიანი ან რომელიმე მომხმარებელი იძლევა ან გამოთქვამს პროვაიდერ(ებ)ის მიერ მოწოდებული სერვისის შესახებ.
      • 2.3 აპლიკაცია შეიძლება დაკავშირებული იყოს მესამე პირების, ფილიალების და ბიზნეს-პარტნიორების სხვა აპლიკაციებთან. ვიანი არ აკონტროლებს და პასუხისმგებელი არ არის ამგვარი აპლიკაციების ან მათ მიერ/მათი მეშვეობით უზრუნველყოფილ კონტენტზე, სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობაზე, ხარისხზე. ნებისმიერი ბმულის ჩართვა აპლიკაციაში არ ნიშნავს, რომ ვიანი მხარს უჭერს აღნიშნული ბმულით დაკავშირებულ აპლიკაციას. მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი რისკით გამოიყენოს აღნიშნული ბმულები და მომსახურებები.
      • 2.4 ვიანი არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას ნებისმიერი იმ ზიანის ან ვირუსის გამო, რომლითაც შეიძლება მომხმარებლის მოწყობილობები დავირუსდეს/დაინფიცირდეს მომხმარებლის მიერ აპლიკაციის წვდომის და გამოყენების, ან აპლიკაციიდან რაიმე მასალის, მონაცემების, ტექსტის, სურათების, ვიდეო ან აუდიო კონტენტის ჩამოტვირთვის გამო. თუ მომხმარებელი უკმაყოფილოა აპლიკაციით, აღნიშნულის ერთადერთი გადაწყვეტა აპლიკაციის გამოყენების შეწყვეტაა.
      • 2.5 თუ ვიანი დაადგენს, რომ მას თაღლითური, არაზუსტი ან არასრული ინფორმაცია მიაწოდეთ, მათ შორის, უკუკავშირის საშუალებით, ვიანი უფლებას იტოვებს, დაუყოვნებლივ შეზღუდოს თქვენი წვდომა აპლიკაციაზე ან ვიანთან არსებულ თქვენ ნებისმიერ ანგარიშზე და იმგვარი შინაარსის განცხადება გააკეთოს თქვენი სახელის გასწვრივ, როგორც ეს განსაზღვრულია ვიანის მიერ საკუთარი ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების დასაცავად. თქვენ ვალდებული იქნებით, აუნაზღაუროთ ვიანს თქვენი იმ მცდარი/ცილისმწამებლური ან/და არასწორი განცხადებებისა და/ან თაღლითური გამოხმაურების შედეგად მიყენებული ზიანი, რომელიც განიცადა ვიანმა ან რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ვიანზე ან მის მომხმარებლებზე.
    • 3 ვიზიტის დაჯავშნა:
      • 3.1 ვიანი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, დაუკავშირდნენ ექიმებს/პროვაიდერებს დაჯავშნის ფუნქციონალის საშუალებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაჯავშნონ ვიზიტი აპლიკაციის მეშვეობით.
      • 3.2 ვიზიტის დაჯავშნა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ჰქონდეს წვდომა ექიმის გრაფიკზე, სადაც ხელმისაწვდომია ექიმის სპეციალიზაცია და სამუშაო მისამართ(ებ)ი. მომხმარებელს შეუძლია, განრიგის მიხედვით, შეარჩიოს სასურველი ხელმისაწვდომი დრო. იმ შემთხვევაში, თუ სერვისი ფასიანია, მომხმარებელს შეუძლია წინასწარ გადაიხადოს ვიზიტის საფასური და შემდეგ ეწვიოს ექიმს/პროვაიდერს.
    • 4 პაციენტების გამოუცხადებლობა და გაუქმების პოლიტიკა:
      • 4.1 ეს პოლიტიკა/წესი შემუშავდა იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს დროული ჯანდაცვის მომსახურება ყველასთვის, ვინც ვიანის აპლიკაციას იყენებს.
      • 4.2 ვიანის მიზნებისთვის, პაციენტის გამოუცხადებლობა ნიშნავს, რომ პაციენტი დროულად არ მივიდა ვიანის მეშვეობით დაჯავშნულ ვიზიტზე, ვიზიტის დათქმული დღის დადგომამდე, წინასწარ გაუქმების გარეშე. ამასთან, დასაშვები დაყოვნების დრო არის მაქსიმუმ ხუთი (5) წუთი.
      • 4.3 როდესაც პაციენტი არ ცხადდება დათქმულ შეხვედრაზე (შეხვედრის დათქმული დღის დადგომამდე, წინასწარი გაუქმების გარეშე), ექიმებს, რომლებიც ვიანის აპლიკაციას იყენებენ, შეუძლიათ მონიშნონ შესაბამისი ვიზიტი, როგორც პაციენტის გამოუცხადებლობა.
      • 4.4 თუ პაციენტს განმეორებითი გამოუცხადებლობის ისტორია აქვს, მას შეიძლება დროებით გაეთიშოს აპლიკაციის მეშვეობით შემდგომი ონლაინ დაჯავშნის შესაძლებლობა, თუნდაც, პაციენტის გამოუცხადებლობის მეორე შემთხვევის დროს.
      • 4.5 თუ პაციენტს არ შეუძლია ექიმთან დანიშნულ ვიზიტზე გამოცხადება (ვიზიტი კლინიკაში, სატელეფონო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი), მან წინასწარ უნდა გააუქმოს აღნიშნული ვიზიტი.
      • 4.6 ექიმთან დანიშნული ვიზიტის გაუქმება (კლინიკაში ვიზიტი, სატელეფონო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი) უფასოა.
      • 4.7 თუ დანიშნული ვიზიტი (კლინიკაში ვიზიტი, სატელეფონო კონსულტაცია ან სახლში ვიზიტი) გაუქმდება დაგეგმილი ვიზიტის დღეს, მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი სერვისის ღირებულება დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ რაც მომხმარებელი წერილობით, განცხადების სახით მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. ამგვარი განცხადების განხილვა და განცხადებაში მოყვანილი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი განცხადების მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.
      • 4.8 თუ პაციენტი გააუქმებს ექიმთან ვიზიტს (კლინიკაში ვიზიტს, სატელეფონო კონსულტაციას ან სახლში ვიზიტს) დანიშნული ვიზიტის წინა დღეს (ან უფრო ადრე), ვიანი ავტომატურად აუნაზღაურებს მას წინასწარ გადახდილ სრულ თანხას 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, თანხის უკან გადარიცხვის გზით.
      • 4.9 იმ შემთხვევაში, თუ ექიმმა, რომელთანაც პაციენტმა შეხვედრა დაჯავშნა ვიანის მეშვეობით და წინასწარ გადაიხადა სერვისის საფასური, ვერ შეძლო პაციენტთან შეხვედრა, ან ექიმის შეფერხება სამოც წუთს აღემატება, რის გამოც პაციენტი გააუქმებს ვიზიტს. პაციენტმა/მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: support@vian.health ასეთი ფაქტის ხდომილებიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში, და ამ შემთხვევაში, პაციენტს კონსულტაციის მთელი გადახდილი საფასური აუნაზღაურდება მომდევნო 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, პაციენტის მიერ დაჯავშნის დროს შესრულებული თავდაპირველი გადახდის რეჟიმშივე.
    • 5 ექიმი-პაციენტის ურთიერთობა (გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების აკრძალვა):
      • 5.1 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაცია არ არის გამიზნული იმისათვის, რომ შეცვალოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ (პირადად ან სხვა პირისთვის) გჭირდებათ სასწრაფო ან/და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, გთხოვთ, პირდაპირ/უშუალოდ დაუკავშირდეთ სასწრაფო დახმარების სამსახურს ან სამედიცინო დაწესებულებას.
    • 6 კონტენტზე საკუთრების უფლება და წვდომებზე საავტორო უფლებები:
      • 6.1 აპლიკაციაში მითითებული კონტენტი მოიცავს:
    • თქვენი სახელი და გვარი;
    • მოწყობილობა, რომელსაც აპლიკაციისთვის იყენებთ;
    • საკონტაქტო მონაცემები (როგორიცაა: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);
    • დემოგრაფიული მონაცემები (როგორიცაა, სქესი და დაბადების თარიღი);
    • თქვენი პირადი ნომერი ან რომელიმე სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და მისი გამცემი ქვეყანა;
    • სახის გამოსახულება (Face ID);
    • მონაცემები თქვენ მიერ სერვისების გამოყენების შესახებ და სერვისების გამოყენებით თქვენ მიერ ან თქვენთვის დანიშნული ვიზიტების შესახებ;
    • მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, როგორიცაა: რეცეპტები, მედიკამენტები, ექიმთან ვიზიტები, სხვა;
    • სადებეტო/საკრედიტო ბარათის პირველი 6 ან/და ბოლო 4 ნომერი, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი და ოპერაციის უნიკალური კოდი;
    • ვიანის მეშვეობით შესყიდული სერვისების/პროდუქტების ღირებულების გადახდის ოპერაციები.
      • 6.2 ვიანი უფლებას აძლევს მომხმარებელს, დაათვალიეროს და წვდომა ჰქონდეს აპლიკაციაში ან აპლიკაციის საშუალებით ხელმისაწვდომ კონტენტზე მხოლოდ ამ ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნის განთავსების, მიღების, მიწოდების და კომუნიკაციის მიზნით. აპლიკაციის კონტენტი, ინფორმაცია, ტექსტი, გრაფიკული მასალა, სურათები, ლოგოები, ღილაკების პიკტოგრამები, პროგრამული კოდები, დიზაინი, და აპლიკაციაზე კონტენტის შეგროვება, განთავსება და შეკრება (ერთობლივად, აპლიკაციის კონტენტი) ვიანის საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სასაქონლო ნიშნის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. მომხმარებელმა არ უნდა შეცვალოს აპლიკაციის კონტენტი ან რაიმე ფორმით მოახდინოს მისი რეპროდუცირება, გამოფენა, საჯაროდ გამოქვეყნება, დისტრიბუცია ან სხვაგვარად გამოყენება, საზოგადოებრივი ან კომერციული მიზნებისათვის, ან პირადი სარგებლის მისაღებად.
    • 7 მიმოხილვა და უკუკავშირი:
      • 7.1 ამ აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, გაზიარებული თქვენსა და ვიანის ან ექიმს/პროვაიდერს შორის, ექვემდებარება ჩვენს პოლიტიკას.
      • 7.2 მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმ კონტენტისთვის, რომელსაც თქვენივე გადაწყვეტილებით წარადგენთ აპლიკაციაში გამოსაქვეყნებლად, ექიმებთან/პროვაიდერებთან ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროფესიონალებთან დაკავშირებული ნებისმიერი შეფასებისა და მიმოხილვის ჩათვლით. ვიანი არ კისრულობს რაიმე სახის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ მოწოდებულ კონტენტთან დაკავშირებით, მათ შორის, რეიტინგებისა და მიმოხილვების ჩათვლით.
      • 7.3 თქვენ აცხადებთ და ადასტურებთ, რომ არ განათავსებთ ან გამოაქვეყნებთ აპლიკაციაში რაიმე კონტენტს, რომელიც: ა) არღვევს მესამე პირის ინტელექტუალურ საკუთრებას ან რეპუტაციას ან კონფიდენციალურობის უფლებებს, ან (ბ) არღვევს რაიმე მოქმედ კანონს ან რეგულაციას. ვიანის, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუძლია, არ გამოაქვეყნოს თქვენი მიმოხილვა და გამოხმაურებები, თუ ეს მოითხოვება მოქმედი კანონმდებლობით და/ან წინამდებარე ხელშეკრულების პირობების მიხედვით/შესაბამისად. ასევე, თქვენ ეთანხმებით, რომ ვიანი უფლებამოსილია, დაგიკავშირდეთ ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ელექტრონული საშუალებით, შემდეგი მიზნებისათვის:
        • 7.3.1 გამოხმაურების/უკუკავშირის მისაღებად აპლიკაციასთან ან ვიანის სერვისებთან დაკავშირებით; და/ან
        • 7.3.2 აპლიკაციაში დაფიქსირებულ ექიმებთან/პროვაიდერებთან დაკავშირებით უკუკავშირის/გამოხმაურების მისაღებად; და/ან
        • 7.3.3 თქვენი შეფასებების თუ მიმოხილვის გამო ექიმების/პროვაიდერების მხრიდან რაიმე საჩივართან, ინფორმაციასთან ან შეკითხვასთან დაკავშირებით; და/ან
        • 7.3.4 შესაბამისი სერვისების მისაღებად.
      • 8 ჩანაწერები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:
        • 8.1 ვიანს შეუძლია მომხმარებლებს მიაწოდოს შემდეგის სახის ინფორმაცია:
          • 8.1.1 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერები;
          • 8.1.2 მომხმარებლის მიერ დაჯავშნილი ვიზიტები;
          • 8.1.3 სიმპტომები, ექიმის მიმართვები, გამოწერილი მედიკამენტები, რეკომენდაციები, დიაგნოზები;
          • 8.1.4 მომხმარებლების მიერ უზრუნველყოფილი ჯანმრთელობის სხვა ჩანაწერები.
        • 8.2 ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩანაწერთან დაკავშირებული სპეციფიკური პირობები ქვემოთ არის მოცემული, ამ პირობების დანარჩენი ნაწილებისა და პოლიტიკის დათქმების გამორიცხვის გარეშე:
          • 8.2.1 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მომსახურების ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, ვიანი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ შეფერხებაზე, რაც შეიძლება შეგექმნათ აპლიკაციით გათვალისწინებულ სერვისებზე წვდომასთან დაკავშირებით.
          • 8.2.2 თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ თქვენივე მომხმარებლის პროფილში სწორად მიუთითოთ/განაახლოთ მობილური ტელეფონის ნომერი. ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები გადაიგზავნება მომხმარებლის ანგარიშზე, რომელიც დაკავშირებულია მობილური ტელეფონის ნომერთან, პირად ნომერთან, მოქალაქეობასთან, დაბადების თარიღთან. თქვენ მიერ ყოველ ჯერზე, ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაციის (მობილური ტელეფონის ნომრის) შეცვლისას, ჩვენ გამოგიგზავნით დადასტურებას. ვიანი არ არის პასუხისმგებელი იმ ზიანის ან უხერხულობის გამო, რომელიც თქვენი მიზეზით - ვიანთან დაკავშირებული ინფორმაციის დეტალების განუახლებლობით, იქნება გამოწვეული.
          • 8.2.3 ვიანი იცავს გონივრულ უსაფრთხოებას თქვენი მომხმარებლის პროფილთან და ჯანმრთელობის ჩანაწერთან მიმართებით. ამასთან, ვიანი არ იძლევა გარანტიას, რომ აღუდგება არასანქცირებულ წვდომას, თუ თქვენ თავად დაკარგავთ აპლიკაციაში შესასვლელ საიდენტიფიკაციო რეკვიზიტებს, ან სხვაგვარად მოხდება მათი არასანქცირებული გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეცოდინებათ უნებართვო გამოყენების ან წვდომის შესახებ, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ვიანის ასეთი უნებართვო გამოყენებისა და წვდომის შესახებ. გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი ავტორიზაციის ინფორმაცია და შეგვატყობინოთ ანგარიშის ფაქტობრივი თუ სავარაუდო დარღვევის/შეღწევის შესახებ შემდეგ მისამართზე: support@vian.health.
          • 8.2.4 თუ გსურთ, თქვენი მომხმარებლის ანგარიშის წაშლა/გაუქმება, აღნიშნული შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფთან დაკავშირების გზით. ამასთან, წაიშლება მხოლოდ თქვენი ანგარიში და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის შესახებ ნებისმიერი ჩანაწერი, რომლებიც აპლიკაციაში ინახება, ხოლო თქვენი ექიმების/პროვაიდერების მიერ შენახული თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები კვლავაც შეინახება მათსავე შესაბამის კლინიკურ სისტემებში/პროგრამულ აპლიკაციებში/უზრუნველყოფებში.
        • 9 ვიანი დაიცავს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შეზღუდვებს ჯანმრთელობის ჩანაწერების გაზიარების ნებისმიერ შემთხვევასთან დაკავშირებით.
        • 10 თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ აპლიკაციას/ვიანს შეიძლება, დასჭირდეს ჯანმრთელობის ჩანაწერებზე წვდომა ისეთი შემთხვევებისთვის, როგორიცაა მომხმარებლის ნებისმიერი ტექნიკური ან ოპერაციული პრობლემა ჩანაწერების წვდომასა და ფლობასთან დაკავშირებით.
          • 10.1 თქვენ აცნობიერებთ, რომ ექიმები/პროვაიდერები, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობთ აპლიკაციის საშუალებით, შეიძლება, ჩაერთონ სხვა პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებში, სამედიცინო სერვისების გაწევის მიზნით, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, ჯანმრთელობის ჩანაწერების გამოყენებისა და შენახვის მიზნით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
          • 10.2 იმ მოცულობის შესაბამისად, რა მოცულობითაც თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერები გაზიარებულია აპლიკაციისთვის ან ინახება იმ პროგრამულ აპლიკაციებში, რომლებიც გამოიყენება ექიმების/პროვაიდერების მიერ, რომელთა მომსახურებითაც აპლიკაციის საშუალებით სარგებლობთ, თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შენახვაზე აპლიკაციის ან/და იმ პროგრამული აპლიკაციების პროვაიდერების მიერ, რომლებსაც ექიმები/პროვაიდერები იყენებენ, და ვიანთან თქვენი ანგარიშის შექმნისთანავე თანხმდებით აღნიშნული ჩანაწერების შედგენაზე.

 

  1. კონტენტთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები
    • 1 ვიანი აცნობებს მომხმარებლებს, რომ მათ არ აქვთ უფლება, განათავსონ, გამოაჩინონ, ატვირთონ, შეცვალონ, გამოაქვეყნონ, გადასცენ, განაახლონ ან გააზიარონ ინფორმაცია, რომელიც:
      • 1.1 სხვა პირს ეკუთვნის და მასზე მომხმარებელს არ გააჩნია სათანადო უფლება;
      • 1.2 არის უაღრესად საზიანო, შეურაცხმყოფელი, მკრეხელური, ცილისმწამებლური, უხამსი, პორნოგრაფიული, პედოფილური, სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შემლახველი, სიძულვილის გამომხატველი, ან რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით მიუღებელი, დამამცირებელი, ფულის გათეთრების ან აზარტული თამაშების წამახალისებელი და ხელშემწყობი, ან ნებისმიერი სახით/ფორმით არაკანონერი;
      • 1.3 ზიანს აყენებს არასრულწლოვნებს რაიმე ფორმით;
      • 1.4 არღვევს პატენტის, სასაქონლო ნიშნის, საავტორო უფლებების ან საკუთრების სხვა უფლებას;
      • 1.5 არღვევს ნებისმიერ ამჟამად მოქმედ კანონს/კანონმდებლობას;
      • 1.6 ატყუებს ან შეცდომაში შეჰყავს ადრესატი ამგვარი შეტყობინებების წარმოშობასთან დაკავშირებით ან იძლევა რაიმე ინფორმაციას, რომელიც შეურაცხმყოფელია ან საფრთხის შემცველი;
      • 1.7 სხვა პირის ნაცვლად ხორციელდება;
      • 1.8 შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან სხვა კომპიუტერულ კოდებს, ფაილებს ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია კომპიუტერული რესურსის ფუნქციონირების შეფერხების, განადგურების ან შეზღუდვის მიზნით;
      • 1.9 საფრთხეს უქმნის საქართველოს ერთიანობას, მთლიანობას, თავდაცვას, უსაფრთხოებას ან სუვერენიტეტს, მეგობრულ ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, ან საჯარო წესრიგს ან ახდენს რაიმე დასჯადი დანაშაულის/ქმედების ჩადენის წაქეზებას ან ხელს უშლის რაიმე დანაშაულის გამოძიებას, ან შეურაცხყოფს რომელიმე სხვა ერს.
    • 2 მომხმარებლებს ასევე ეკრძალებათ:
      • 2.1 ვიანის კონტენტის მთლიანობის ან უსაფრთხოების დარღვევა ან ასეთის მცდელობა;
      • 2.2 ნებისმიერი ინფორმაციის (სამსახურებრივი ან სხვაგვარი შეტყობინებების და/ან ჰიპერბმულის ჩათვლით) განთავსება აპლიკაციაში ან მისი მეშვეობით, რაც ხელის შემშლელია აპლიკაციის მიერ სერვისების მიწოდებასთან;
      • 2.3 აპლიკაციაში არასრული, ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის განთავსება;
      • 2.4 სხვა მომხმარებლებთან არასასურველი კომუნიკაციების დამყარება;
      • 2.5 ნებისმიერი მექანიზმის, პროგრამული უზრუნველყოფის, ხელსაწყოს, აგენტის ან სხვა მოწყობილობის ან საშუალების გამოყენება (მაგალითად, სპაიდერები, რობოტები, ავატარები ან ინტელექტუალური საშუალებები) აპლიკაციაში ნავიგაციის ან ძიების მიზნით;
      • 2.6 აპლიკაციის ნებისმიერი ნაწილის გაშიფვრის, დაშლის, ან შეტრიალების/გადაწყობის მცდელობა;
      • 2.7 ნებისმიერი ფორმით კოპირება ან დუბლირება ვიანის ნებისმიერი კონტენტის ან აპლიკაციიდან ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაციის მისაღებად;
      • 2.8 ვიანის ნებისმიერი კონტენტის კადრიებმა (framing), ცხელი ან/და ღრმა ბმულების გამოყენება;
      • 2.9 პროგრამული უზრუნველყოფის ციფრული უფლებების მართვის, გამოყენების წესების ან უსაფრთხოების სხვა მახასიათებლების გვერდის ავლა ან გამორთვა.
    • 3 მას შემდეგ, რაც ვიანი ან თავად მოიპოვებს ან დაზარალებული პირისგან მიიღებს ზემოხსენებულის შესახებ რაიმე ინფორმაციას, ის უფლებამოსილია, შეზღუდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება 4.1 და 4.2 პუნქტებს. ამასთან, ვიანი უფლებამოსილია, შეინახოს ამგვარი ინფორმაცია და თანმხლები ჩანაწერები, სულ მცირე, 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში, შესაბამისი უფლებამოსილი უწყებებისთვის გადასაცემად ან გამოძიების მიზნებისათვის.
    • 4 მომხმარებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის, წესების ან დებულებების ან ამ ხელშეკრულების (პოლიტიკის ჩათვლით) შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვიანის უფლება აქვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მომხმარებლის აპლიკაციაზე წვდომის ან გამოყენების უფლებები და სერვისების მიღების შესაძლებლობა და/ან შეზღუდოს არასასურველი ინფორმაცია აპლიკაციიდან.
    • 5 ვიანს უფლება აქვს, გაამჟღავნოს ან გასცეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოთხოვნილია კანონით, ან ზედამხედველი ორგანოს/უწყების, ან სამართალდამცავი ორგანოს მიერ, ან როდესაც ვიანი, თავისი შეხედულებისამებრ, საჭიროდ თვლის, რომ: დაიცვას თავისი ან სხვისი უფლებები, თავიდან აიცილოს რომელიმე პირის მიმართ (მათ შორის, ქონებრივი) ზიანი, შეებრძოლოს თაღლითობას და/ან საკრედიტო რისკს, უზრუნველყოს წინამდებარე პირობების აღსრულება ან გამოყენება.
    • 6 ვიანი პატივს სცემს სხვისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და წინააღმდეგია ინტელექტუალური საკუთრების რაიმე უფლების ნებისმიერი სახით დარღვევის.

 

  1. შეწყვეტა
    • 1 ვიანი უფლებას იტოვებს, შეტყობინების გარეშე შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა აპლიკაციასა და სერვისებზე და ასევე, გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა საშუალება იმ შემთხვევებში, როდესაც:
      • 1.1 მომხმარებელი არღვევს ამ ხელშეკრულების ან პოლიტიკის პირობებს;
      • 1.2 მესამე პირი აცნობებს თავისი რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ თქვენ მიერ აპლიკაციის ან სერვისების გამოყენების შედეგად;
      • 1.3 ვიანი ვერ ახდენს მომხმარებლის მიერ ვიანისთვის მიწოდებული ინფორმაციის ვერიფიკაციას ან ავთენტურობის დადგენას;
      • 1.4 ვიანის აქვს საფუძვლიანი ეჭვი მომხმარებლის მხრიდან რაიმე უკანონო, თაღლითური ან შეურაცხმყოფელი საქმიანობის/ქმედების შესახებ; ან
      • 1.5 ვიანის მიაჩნია, რომ მომხმარებლის ქმედებამ შეიძლება მისი, სხვა მომხმარებლების ან ვიანის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს, ან ასეთი ქმედებები აპლიკაციის ინტერესების საწინააღმდეგოა.
    • 2 დროებით შეჩერებული, უვადოდ შეჩერებული ან შეწყვეტილი სტატუსი მომხმარებელს უკრძალავს აპლიკაციის გამოყენებას იმავე ანგარიშით, სხვა ანგარიშით ან ხელახლა რეგისტრირებული ახალი ანგარიშით. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო შეწყვეტის შემდეგ, ასეთ მომხმარებელს აღარ შეიძლება ჰქონდეს წვდომა აპლიკაციაში დაცულ თავისივე მონაცემებზე, შეტყობინებებზე, ფაილებზე და სხვა მასალებზე. მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი, მუდმივად, ალტერნატიული გზით შენახული ჰქონდეს ინფორმაცია ნებისმიერი იმ სამედიცინო მომსახურების შესახებ, რომელიც მას გაუწიეს.
    • 3 თუ თქვენ საკუთარი ანგარიშის წაშლა გსურთ, აღნიშნულის გაკეთება შეგიძლიათ ჩვენ მხარდამჭერ გუნდთან შემდეგ მისამართზე დაკავშირებით: support@vian.health [IR6][SI7] 

 

  1. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    • 1 არავითარ შემთხვევაში, მათ შორის და არამარტო, დაუდევრობის შემთხვევაში, ვიანი ან მისი დირექტორი, თანამშრომელი, და სხვა დაკავშირებული პირები პასუხისმგებელი არ არიან/იქნებიან ნებისმიერ პირდაპირ, არაპირდაპირ, განსაკუთრებულ, შემთხვევით, თანმდევ, ან ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერ კონტენტზე, რომელიც აპლიკაციაზე ან მისი მეშვეობით, განთავსებული, გადაცემული, გაცვლილი ან მიღებული იქნა ნებისმიერი მომხმარებლის ან სხვა პირის სახელით. ისევე როგორც თქვენ მიერ გაზიარებული ინფორმაციისა თუ მონაცემების ნებისმიერ უნებართვო/არა-ავტორიზებულ წვდომაზე ან მათ შეცვლაზე.

 

  1. შენარჩუნება და განადგურება
    • 1 ვიანის, საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლია, შეინახოს აპლიკაციის ან სერვისების მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაცია ამგვარი ინფორმაციის მიზნის, საშუალებისა და გამოყენების მეთოდებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპიუტერის ვებ-სერვერის ლოგები/ჟურნალები იმ ვადით შეიძლება იქნას შენახული, რამდენიც ეს იქნება აუცილებელი და შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

  1. მოქმედი კანონმდებლობა და დავების მოგვარება
    • 1 თქვენ ეთანხმებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულება და ნებისმიერი ურთიერთობა ვიანსა და მომხმარებელს შორის რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობით.
    • 2 ნებისმიერი დავა, პრეტენზია ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლების, გამოყენებადობის, აპლიკაციის, სერვისების ან მათი საშუალებით მოწოდებული ინფორმაციის გამოყენების თაობაზე, განიხილება საქართველოს შესაბამისი სასამართლოების მიერ.

 

  1. საკონტაქტო ინფორმაცია
    • 1 თუ მომხმარებელს რაიმე შეკითხვა ექნება აპლიკაციასთან, წინამდებარე ხელშეკრულებასთან, სერვისებთან ან/და ამ პირობებით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, აპლიკაციის მომხმარებლებს დახმარების მისაღებად, შეუძლიათ, მოგვმართოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: support@vian.health.

 

  1. განცალკევებულობა
    • 1 თუ საქართველოს შესაბამისი სასამართლოები ხელშეკრულების რომელიმე დებულებას ბათილად მიიჩნევენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ, აღნიშნული დებულება გამოირიცხება ხელშეკრულებიდან, ხოლო ხელშეკრულების დარჩენილი ნაწილი განმარტებული იქნება ასეთი ბათილი დებულების გარეშე და ძალაში დარჩება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; ამასთან, ხელშეკრულება განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულთან მაქსიმალური შესაბამისობით ითვალისწინებდეს ბათილი დებულების მნიშვნელობასა და განზრახვას, როგორც ეს განსაზღვრული იქნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე სასამართლოს მიერ.

 

  1. უარი
    • 1 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი დებულების/პირობის გაუქმება ან დარღვევის შედეგად შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ასეთი უარის ან თანხმობის წერილობითი გაფორმებისა და ვიანის მიერ ხელმოწერის შემდგომ/შემთხვევაში.
    • 2 ვიანის მხრიდან ნებისმიერი თანხმობა ან თქვენ დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი, აშკარა იქნება ეს, თუ - ნაგულისხმევი, არ წარმოადგენს თანხმობას, უარს ან პატიებას რაიმე სხვა ან ნებისმიერ მომდევნო დარღვევაზე.
    • 3 თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პირობებს და ეთანხმებით მასში მოცემულ ყველა დებულებას.